23:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-17 21:23:43, 1351 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრო. მასთან ერთად იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც. 

ცენტრალური ნაძვის ხე თოვლის ბაბუამ „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებთან და ბავშვებთან ერთად აანთო.  

22 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა  და ილუმინაციებით არის მორთული. წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა, ტრადიციულ დეკორაციას მანათობელი ბურთები და ციმციმები დაემატა.

„დღეს საზეიმოდ განათდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე . ჩვენი ქალაქი საახალწლოდ ძალიან ლამაზია.   დღითიდღე სულ უფრო და უფრო იმატებს საახალწლო განწყობა და მნიშვნელოვანია , რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება დღევანდელ  წმინდა და ლამაზ დღეს ,  ბარბარობის დღესასწაულს დავამთხვიეთ. მინდა ყველას მოგილოცოთ ბარბარობის წმინდა დღესასწაული და ასევე კარსმომდგარი ახალი წელი, რომლის ლამაზად შემოსვლისთვის ქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღსა და „ახალ ტფილისში“ 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიება გაიმართება. 25 დეკემბერს კი „საახალწლო ქალაქი“ დედაენის ბაღში,  ვახტანგ კახიძის საავტორო პროექტით „საშობაო ზღაპარი“ გაიხსნება. რაც შეეხება საახალწლო გალა კონცერტს, ის  ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics