|
2016-12-16 14:52:14, 2157 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ახალ დოკუმენტს გამოსცემს, რომლითაც კომერციულ ბანკებსა და გამსესხებლებს მეტი გამჭვირვალობა მოეთხოვებათ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ბანკი მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. როგორც გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკი ახალ დოკუმენტს გამოსცემს, რომელიც ბანკებს და გამსესხებლებს მეტ გამჭვირვალობას დაავალდებულებს: „მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებაზე ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მსესხებლებს სესხებთან დაკავშირებით. რადგან კარგად ინფორმირებული მსესხებელი იქნება საბოლოოდ ბედნიერი მსესხებელი. ანუ, როდესაც მომხმარებელი სესხს აიღებს, სესხის პირობებთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეს მას რაიმე მოულოდენლობა. ცოტახანში გამოვცემთ ახალ დოკუმენტს, რომლითაც უფრო მეტი გამჭვირვალობა მოეთხოვებათ კომერციულ ბანკებს და გამსესხებლებს, რათა მსესხებლებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)