|
2016-12-15 16:40:53, 2281 ნახვა
ეკონომიკა
ფრანსუა პეჰშო: ნაბიჯები, რაც დოლარიზაციის შემცირების მიზნით გადაიდგმება, სავალუტო ფონდისთვის მისაღებია
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანსუა პეჰშოს შეფასებით, დოლარიზაცია ქართული ეკონომიკის სისუსტეა. „ამის გათვალისწინებით ნაბიჯები, რაც დოლარიზაციის შემცირების მიზნით გადაიდგმება, სავალუტო ფონდისთვის მისაღებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული გეგმა კარგია. როდესაც გავეცანით შემოთავაზებულ ვარიანტს, ის საკმაოდ მსგავსია იმ ღონისძიებებისა, რაც სხვა ქვეყნებმა გაატარეს დოლარიზაციის შესამცირებლად. ამ მეთოდებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ეფექტიანია პრობლემის გადასაჭრელად. ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით, დოლარიზაციის დონე საქართველოშიც შემცირდება. თუმცა, ამას დრო სჭირდება", - განაცხადა ფრანსუა პეჰშომ გადაცემა „ბიზნესკონტაქტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. კითხვაზე- რა გავლენას მოახდენს საბანკო სექტორში სასესხო პორტფელებზე ლარიზაციის ფარგლებში დაგეგმილი დოლარში გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია, სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში განმარტა, რომ დოლარის სესხების კონვერტაციის მსგავსი მიდგომა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა პერუში, 2014-2015 წლებში და შესაძლებელი გახადა სასესხო პორტფელებში დოლარიზაციის დონის შემცირება. „ეს ინიციატივა თითოეული პიროვნების, იპოთეკური სესხის მქონე მევალის სურვილზეა დამყარებული და მისი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. ეფექტი, რასაც ეს ღონისძიება მოიტანს ბანკებისთვის იქნება ის, რომ მათი სასესხო პორტფელი უფრო მეტად ლარში დენომინირებული გახდება. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ეს ბანკებისთვის რაიმე თვალსაზრისით მტკივნეული იქნება" - აღნიშნა ფრანსუა პეჰშომ. მისი განცხადებით, გასული ორი წლის განმავლობაში ლარის მერყეობას ბაზრიდან მომდინარე მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა. „შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია ეროვნულ ბანკის მიმართ იყო მცურავი გაცვლითი კურსის უზრუნველყოფა ინფლაციის სამიზნე პარამეტრის დაცვით. ბაზარზე ინტერვენციები უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ გადაჭარბებული რყევების თავიდან ასაცილებლად ან რეზერვების შესავსებად", - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
ფრანსუა პეჰშო: ეკონომიკური აქტივობის ზრდას მომავლი წლიდან ველით 4 პროცენტის ფარგლებში, გამომდინარე იმ დაშვებიდან, რომ მომავალ წელს გაიზრდება კერძო და საჯარო ინვესტიციები
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფრანსუა პეჰშომ საქართველოს მიმდინარე და მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე ისაუბრა. „ჩვენი თავდაპირველი პროგნოზის გამოქვეყნების შემდეგ, ფაქტიური ეკონომიკური აქტივობა იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ მოველოდით მიმდინარე წელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 9 თვის განმავლობაში 2.7 პროცენტი იყო, მაშინ, როცა ჩვენ 3.4 პროცენტს ვვარაუდობდით. ამდენად, ეკონომიკური აქტივობის ზრდას მომავლი წლიდან ველით 4 პროცენტის ფარგლებში, გამომდინარე იმ დაშვებიდან, რომ მომავალ წელს გაიზრდება კერძო და საჯარო ინვესტიციები," - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)