|
2016-12-15 12:28:28, 2135 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე:
"გაზპრომთან" და არც სხვა კომპანიასთან ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25 % წილის გასხვისებაზე პირდაპირი მოლაპარაკებები არ ყოფილა,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება, "გაზპრომისა" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, კალაძემ აღნიშნა, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. "ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების გაფორმება რომელიც უკვე წლებია, არსებობს. ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. კონკრეტულად შინაარს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე. ბუნებრივი აირის გატარების საფასურს ჩვენ დღეს ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ, მთლიანი მოცულობის 10%-ს. თუმცა, ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს. გადაწყვეტილება შეხვედრაზე მიღებული არ ყოფილა, უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები. საკმაოდ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე",- აღნიშნა კალაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ შეხვედრაზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25 % წილის გასხვისებაზე არ ყოფილა საუბარი. "ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, მოხდება ბირჟაზე აქციები განთავსება, პროცესი იქნება გამჭირვალე. პირდაპირი მოლაპარაკებები არც ერთ კომპანიასთან, მათ შორის არც "გაზპრომთან" არ ყოფილა",-განმარტა კალაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)