|
2016-12-14 15:12:17, 2055 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩვენ, როგორც არასდროს, საქართველოს თითოეული მოქალაქის უკეთესი მომავლის გვჯერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ამწუთებში პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტს აცნობს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი ეკონომიკური ზრდის გარანტია. მისივე განმარტებით, ესაა ბიუჯეტის პროექტი, რომელმაც საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და სტაბილურად ცხოვრება უნდა უზრუნველყოს: „დღეს ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლაა, ვინაიდან წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის 2017 წლის ბიუჯეტის დოკუმენტს, რომელიც არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარანტი და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში, როგორიც არის 1 წელი, არამედ საფუძველია ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა და სტაბილურად ცხოვრება უნდა უზრუნველყოს.ზოგადად, საქართველოს განვითარება დამოკიდებულია იმ ნაბიჯების თანმიმდევრობაზე, რომელსაც ჩვენ-ხელისუფლება და საზოგადოება ერთად გადავდგამთ და მომავალი 4 წლის განმავლობაში მივიღებთ შედეგებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ნდობა ჩვენს გუნდს.ცხადია, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და უფრო მეტად დიდი პასუხისმგებლობა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, მზად ვართ, მივიღოთ ის გამოწვევები, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და განვაგრძოთ წინსვლა .მსურს ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, რომელმაც დაამტკიცა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი და განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად გადავლხაოთ ის დაბრკოლებები, რომლებიც ჩვენს წინაშეა.კარგად გევსმის, რომ მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა, პირობების შექმნა განვითარებისთვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. სწორედ ამიტომ, წარმოდგენილი ბიუჯეტი ორიენტირებულია შეუქცევად წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენ ყველას ერთად, რ ოგორც არასდროს, გვჯერა საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)