11:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 13:53:37, 1218 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, ეს ჩვენი ძლიერი მხარეა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, „ქართული ოცნების“  ძლიერი მხარეა. ასევე მდინარაძისთვის გაუგებარია კრიტიკა ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით:

„ორნახევარჯერ არის საქართველოში გაზრდილი ავტობანის მშენებლობის ტემპი  2012 შემდეგ და ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია. ნამდვილად არვიცი, რა სჭირს რიკოთის გზას, რადგან ჩვენც იმ გზაზე დავდივართ და დაგეგმილ პროექტებზე თქვენ ინფორმაცია გაქვთ.

ჩვენი ოპონენტებისგან საკუთრების უფლებაზე საუბარი ცოტა უხერხულია, ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, ეს ჩვენი ძლიერი მხარეა, ამას ყველა აღიარებს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ვერ ავუვლით გვერდს ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენი მეგობრების და მათ შორის აშშ-ს ელჩის, ასევე მსოფლიო ბანკის პოზიციას.მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გეგმა დადებითი შეფასებისაა და მათ აქვთ იმედი, რომ ეს განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს ჩვენს ქვეყანას",-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics