16:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-11 10:23:34, 1513 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 14 დეკემბრის ჩათვლით, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს მასშტაბით 14 დეკემბრის ჩათვლით, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დღეს დედაქალაქ თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე გათბება. +10 გრადუსი და უმეტესად უნალექო ამინდია 12-13 დეკემბერს მოსალოდნელი, 14 დეკემბერს კი იწვიმებს და ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს ძირითად რაიონებში დღეს იწვიმებს, ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება. 12 დეკემბერს +12 გრადუს  სითბოსა და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა  13-14 დეკემბერს კვლავ იწვიმებს და ტეპმერატურაც დაიწევს. დასავლეთ საქართველოს  გარკვეულ რაიონში კი 14 დეკემბრის ჩათვლით თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში დღეს თოვლჭყაპი და + 6 გრადუსი სითბო იქნება, 12 დეკემბერს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერი  +7 გრადუსამდე გათბება. 13 დეკემებრს  +5 გრადუსამდე დაიწევს და იწვიმებს, ხოლო 14 დეკემბერს თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics