|
2015-03-24 17:26:29, 1115 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესომბუდსმენი საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტს შეხვდა
ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია საქართველოს–ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტს იციკ მოშეს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ებრაელი ინვესტორის მეირ შავიტისა და მისი კომპანიების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „შევთანხმდით, რომ ჩვენი მხრივ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს საგადასახდო შემოწმება, რატომ გაჭიანურდა დროში და ვეცდებით ყველანაირად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენი რეკომენდაციებით დავუმტკიცოთ შემოსავლების სამსახურს, რომ საკითხი სწრაფად არის გადასაწყვეტი,“–განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, ებრაელი ბიზნესმენი მეირ შავიტი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერდა, რომ მასზე სახელმწიფო მოხლეები ზეწოლას ახორციელებენ. ამასთან, პოლიტიკურმა გაერთიანება „რეფორმატორებმა“ ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ფინანსთა სამინისტრო და ფინანსური პოლიცია ებრაელი ბიზნესმენის მეირ შავიტის მიმართ რამდენიმე მილიონი ლარის გამოძალვის მიზნით ტერორს ახორციელებს. გუშინ, კი საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, ისრაელელი ინვესტორის მეირ შავიტის საკითხს გამოეხმაურა. როგორც იციკ მოშე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, კომპანიებში საგამოძიებო სამსახურის რამდენიმე თვიანი ყოფნა, ბიზნესზე ზეწოლის განხორციელების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. ეს კი, მოშეს შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიზნეს ფორუმებზე გაცხადებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომ მთავრობა ინვესტორთა დაცვის გარანტორი იქნებოდა. მან საქართველოს პრემიერს მიმართა, რომ ისრაელი ინვესტორებისთვის საქართველოს მთავრობაში კონკრეტული პიროვნება გამოიყოს, რომელიც ისრაელელი ინვესტორებისთვის, მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, იქნება საკონტაქტო პირი, რომელსაც ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეეძლება საჭირო უწყებებს ინვესტორების პრობლემები და ინტერესები გააცნოს. დღეს, პრემიერი იციკ მოშეს ინიციტივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა ბიზნეს ომბუდსმენს უკვე დაავალა.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)