|
2016-12-09 13:33:25, 2132 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ მთის კურორტების განვითარებას დაეხმარება
„თიბისი ბანკი“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერას 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში განახორციელებს. თანამშრომლობა გულისხმობს სამთო კურორტებზე გადახდის ინოვაციური სისტემების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლითაც დამსვენებლები და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულები უკვე ამ სეზონიდან ისარგებლებენ. მომავალ თანამშრომლობაზე დღეს „თიბისი ბანკის“ სათაო იფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ისაუბრეს. თიბისი ბანკის მხარდაჭერით, უკლებლივ ყველა ზამთრის კურორტზე გაუმჯობესდება გადახდის სისტემა. კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება ახალი ბარათები, რომელიც საშუალებას მისცემს საბაგიროთი მოსარგებლე ადამიანებს, რიგში დგომის გარეშე, დისტანციურად-ინტერნეტბანკით, ბარათით, ან ფეიბოქსით გადაიხადონ და მაქსიმალურად ნაკლები დრო დაუთმონ საბაგიროს ბილეთების შეძენას. სულ მალე Multi Card ბარათებზე ანგარიშის შევსება თიბისი ფეის აპარატებითაც იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, 5 წლიანი პარტნიორბის ფარგლებში, თიბისი ბანკი ხელს შეუწყობს მთის კურორტებზე მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს მომხმარებლისთვის მოქნილი სერვისებისა და დამატებითი კომფორტის შეთავაზებას. წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე სიახლეა. ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო, მათ შორის 3 გუდაურში. 10 დეკემბერს ოფიციალურად იხსნება გუდაურის, ბაკურიანისა (დიდველი) და გოდერძის სათხილამურო კუროტები. 24 დეკემბერს გაიხსნება სვანეთში, თეთნულდის კურორტი, ხოლო 25 დეკემბერს ბაკურიანი-მიტარბის კურორტი ახალი სათხილამურო გზებითა და ახალი ინფრასტრუქტურით. „თიბისი ბანკი დააფინანსებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ციფრულ ინფრასტრუქტურას, ყველა სამთო სათხილამურო კურორტზე. ეს ეხება თეთნულდს სვანეთში, კოხტას, მიტარბს, გუდაურს და ყველა კურორტს, რომელზეც ბოლო წლებში სახელმწიფომ გააკეთა ინვესტირება ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციას გავაკეთებთ ამ მიმართულებით. მთლიანად პირველი ფაზა მომავალი წლის 1 დეკემბერს დასრულდება. ყოველწლიურად რამოდენიმე ასეულ ათასობით დოლარო იქნება ჩადებული ამ ინფრასტრუქტურაში. ამას თქვენ ყველა იგრძნობთ. ეს იქნება მობილურ და ინტერნეტის მიმართულებით ჩადებული ინვესტიცია, სადაც ადამიანებს შეექმნებათ აბსოლუტურად თანამედროვე კომფორტი, ისეთი, როგორიც არის წამყვან კუროტებზე. გადახდის ინოვაციური სისტემა იქნება ერთ-ერთი ნაწილი ამ ჩვენი ინვესტიციის. თიბისი ბანკი არის ლიდერი არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში თავისი მობილური და ინტერნეტბანკინგის მიმართულებით. სწორედ ამ მიმართულებითაც სერიოზული ინოვაცია იქნება“,-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. თიბისი ბანკი მომავალი 5 წლის განმავლობაში გააგრძელებს მთის კუროტების განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობას, რათა სამთო ტურიზმი საქართველოში იყოს განვითარებული და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული. ®
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)