15:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 13:31:43, 1452 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას ოფიციალურად ადასტურებს

ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის ე.წ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას ოფიციალურად ადასტურებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

ინფორმაციის თანახმად, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი ადასტურებს, რომ ევროპარლამენტთან "შეჩერების მექანიზმის" რეგულაციის ტექსტთან დაკავშირებით კომპრომისული ტექსტი შეათანხმა.

“ეს შეთანხმება არის დაბალანსებული და უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის ეფექტიანობისა და სანდოობისთვის. ამჟამინდელი შეჩერების მექანიზმი არ არის ადეკვატური და ახლა გაუმჯობესდება. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, კარს გაუღებს იმ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების პროგრესს, რომლებმაც ყველა აუცილებელი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. დღევანდელი შეთანხმებით, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვაკეთი ასრულებს თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს”, - განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და საბჭოს პრეზიდენტმა რობერტ კალინაკმა.

განცხადების თანახმად, განახლებული რეგულაციის მთავარი მიზანი ე.წ შეჩერების მექანიზმის გაძლიერებაა.

საბჭო აღნიშნავს, რომ ის უფრო გაამარტივებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფორმირებას იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამოიწვიონ. ასევე აძლევს საშუალებას ევროკომისია მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს.

ამასთან, უვიზო რეჟიმი შესაძლოა, შეჩერდეს თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მე-3 ქვეყანა რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობას შეამცირებს ან წევრ სახელმწიფოების შიდა უსაფრთხოების რისკი გაიზრდება. გარდა ამისა, მონიტორინგის მექანიზმი იმოქმედებს, რომელიც გააკონტროლებს, რომ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა კვლავ აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს. 

ცნობისთვის, შეჩერების მექანიზმის რეგულაცია გადაეგზავნება ევროპარლამენტს, რომელიც პირველი მოსმენით უყრის კენჭს, რის შემდეგაც კვლავ საბჭოს დაუბრუნდება დასამტკიცებლად.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას გუშინ მიაღწიეს.

ცნობისთვის, LIBE-ს კომიტეტში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მსჯელობენ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics