15:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 12:53:45, 785 ნახვა

საზოგადოება
ცესკო საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი კიდევ ერთხელ გახდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

ცესკო საარჩევნო საკითხთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარდგენილ ორ ნომინაციაში - „უმცირესობების ჩართულობა“ და  „მოქალაქეების ჩართულობა“ ფინალისტთა შორის იყო და გამარჯვება „უმცირესობების ჩართულობის“  ნომინაციაში მოიპოვა. საერთაშორისო  საარჩევნო ჯილდო ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადაეცა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია  ლიდერად დასახელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო გარემოს შექმნაში. აღნიშნულ ნომინაციაში ფინალისტთა შორის ასევე იყვნენ - კამერუნისა და ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციები. რაც შეეხება  ნომინაციას, „მოქალაქეების ჩართულობა“ , საქართველოსთან ერთად ფინალისტთა შორის ინდოეთის, ალბანეთისა და შრი ლანკას საარჩევნო კომისიები მოხვდნენ.

საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია, უკვე რამდენიმე წელია  საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება. რიგით მეცამეტე  სიმპოზიუმზე, რომელიც მოზამბიკის რესპუბლიკაში გაიმართა, თამარ ჟვანიამ კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ამომრჩეველთათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეთავაზებულ სერვისებსა და ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი, ნათია ზაალიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო  საარჩევნო ჯილდოს მფლობელი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია წელს უკვე მესამედ გახდა. პირველი ჯილდო ცესკოს სწავლების ცენტრმა ნომინაციაში - ”პირველი ამომრჩეველი”, 2013 წელს მოიპოვა. 2015 წელს კი საარჩევნო ადმინისტრაცია „არჩევნების მართვის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics