11:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 22:16:56, 916 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში ორი წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადავარდა

ქუთაისში ორი წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. 

ამ დროისთვის, ბავშვი მძიმე მდგომარეობით დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს დღეს დაბადების დღე ჰქონდა, რომლის აღსანიშნავად მშობლებმა ფანჯრიდან ფოიერვერკები გაუშვეს. ღიად დატოვებული ფანჯრიდან კი ბავშვი გადავარდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად ბავშვი გადარჩა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics