|
2016-12-02 17:48:47, 1937 ნახვა
ეკონომიკა
კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის რეიტინგში ფინანსთა სამინისტრო ლიდერობს
კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის წარმატებულ მაგალითად მოგების გადასახადის რეფორმის მომზადების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო სექტორთან თანამშრომლობა დასახელდა. ამის შესახებ "ექსრეპნიუსს" უწყებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე ათეული შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასა და ორგანიზაციასთან. მოგების გადასახადის რეფორმის მომზადებაში, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) ექსპერტები, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ის ანალიტიკოსები, ასევე, ესტონელი კოლეგები. აღნიშნული შეხვედრების დროს, ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად შეფასდა რეფორმის განხორციელება საქართველოში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)