|
2016-12-02 13:34:56, 1944 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ახალგაზრდა არტისტებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო
„თიბისი ბანკმა“ საზოგადოებას თანამედროვე ხელოვანებთან ერთად შექმნილი ახალი პროექტი „12" წარუდგინა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა თიბისი ბანკის ვიზა ფეისტიკერის 12 ახალი დიზაინი, რომელზეც ახალგაზრდა არტისტების სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრებია აღბეჭდილი. ეს ნამუშევრები, ავტორების სხვა ნამუშევრებთან, ერთად ფაბრიკაში გამოიფინა. პროექტში პირველ ეტაპზე 12 არტისტი მონაწილეობს. მათ შორის არიან, როგორც ცნობილი, ისე დამწყები ხელოვანები, რათა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთრი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ. რამოდენიმე არტისტმა სპეციალურად „12"-ისთვის ახალი ნამუშევარი შექმნა. ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლომიტაშვილი, მიშიკო სულაკაური Lamb, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე - ეს ის არტისტები არიან, რომელთა შესრულებული ნამუშევრებიდან თიბისი ბანკის მომხმარებელი მისთვის სასურველს აირჩევს. კოლექციაში თავმოყრილი ნამუშევრები თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას და მედიების ვარიაციას აერთიანებს - სახვით ხელოვნებას, ინსტალაციას, შუქის ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, გრაფიტის, სტრიტარტს, გრაფიკას. „პროექტი „12" არ არის სიახლე თიბისი ბანკის არტთან კოლაბორაციის თვალსაზრისით, თუმცა სიახლეა ფორმატის თვალსაზრისით. არასდროს ფეისტიკერზე არ ყოფილა წარმოდგენილი ასეთი მრავალფეროვანი კოლექცია, მით უფრო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ვამაყობთ, რომ ეს პროექტი შედგა. ზოგადად ხელოვნება ძალიან ფაქიზი სფეროა და ძალიან რთულია, დაიცვა ბალანსი ხელოვნების საჭიროებასა და ბიზნესის საჭიროებას შორის, თუმცა ამის დიდი გამოცდილება გვაქვს. ვცდილობთ, ჩვენი ქცევით, სხვა კომპანიებსაც მივცეთ მაგალითი", - განაცხადა თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ. მისი თქმით, თიბისი ბანკი პროექტს განიხილავს, როგორც თანამედროვე ხელოვნებისა და ახალგაზრდა ნიჭიერი არტისტების მხარდაჭერის ინიციატივას, რომლის საბოლოო მიზანი მათი ნამუშევრების მეტი პოპულარიზაცია, კომერციალიზაციის პერსპექტივის შქმნა და მათი შემოქმედების ფართო აუდიტორიასთან მიტანაა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.12.ge რომლის პრეზენტაცია ასევე გამოფენაზე შედგა. ვებგვერდი თავმოყრაა ყველა იმ ინფორმაციისა, რომელიც პროექტში მონაწილე არტისტებს ეხება. ვებგვერდზე განთავსებული ვიზუალური და ტექტუალური მასალა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის არტისტებსა და მათ შემოქმედებაზე. ვებგვერდიდანვე მსურველს შეეძლება შეუკვეთოს მისთვის სასურველი ვიზა ფეისტიკერი. პროექტი განხორციელდა კომპანია Visa-ს მხარდაჭერით.
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)