|
2016-11-30 19:12:27, 1889 ნახვა
ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილი აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის (საერთაშორისო ვაჭრობის ადმინისტრაცია) მდივნის მოადგილემ მაიკლ ლელიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი, ნინო ცეცხლაძეც ესწრებოდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, შეხვედრაზე ქეთევან ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, მდგომარეობასა და შესაძლებლობებზე, ასევე მიმოიხილა სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებში არსებული პოტენციალი. აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამებისა და მიმდინარე სამთავრობო რეფორების შესახებ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა OPIC-ს (აშშ-ის მთავრობის განვითარების ბანკი) საქართველოს მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და განხორციელებული მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტებისათვის. შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოხატა მხარდაჭერა სავაჭრო მისიებთან მიმართებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)