|
2015-03-23 19:13:15, 814 ნახვა
სამართალი
აშშ-ს ნარკოტიკების საერთაშორისო ბიურო წულუკიანის თავმჯდომარეობით უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას წარმატებულად აფასებს
აშშ-ის ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ საქმეთა საერთაშორისო ბიურო (INL) 2015 წლის ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის საერთაშორისო ანგარიშში საქართველოს მიერ ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიასა და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმას, რომლებიც იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. „ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზანი ნარკოტიკების ავადმოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირებაა. ის ნარკომანიასთან ბრძოლის დაბალანსებულ მიდგომას ამკვიდრებს, რომლის ფარგლებში მოთხოვნის, ზიანისა და მიწოდების შემცირების, კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ნარკოვითარების მონიტორინგის განვითარების კუთხით მთელი რიგი ღონისძიებებისა ხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აშშ-ის ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ საქმეთა საერთაშორისო ბიურო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან პროგრესად აფასებს. „ცენტრი 2015 წელს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ქოლგის ქვეშ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან შეიქმნება და საქართველოში არსებულ ნარკოვითარებასთან დაკავშირებით კვლევით საქმიანობას განახორციელებს, რაც უწყებათაშორის საბჭოს და საქართველოს მთავრობას დაეხმარება მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მიერ ნარკოდანაშაულთან ბრძოლისა და მიწოდების შემცირების კუთხით განხორციელებული სხვა ღონისძიებებიც − დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება და სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული სამართლებრივი ცვლილებები. აშშ-ის ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ საქმეთა საერთაშორისო ბიურო (INL) ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის საერთაშორისო ანგარიშს ყოველწლიურად ამზადებს და მასში სახელმწიფოების მხრიდან ნარკომანიასთან ბრძოლის ეფექტიანობაა შეფასებული“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)