16:36 - 12 May, 2026
|
2015-03-23 18:03:58, 1225 ნახვა
მსოფლიო
პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 32-ჯერ დაარღვიეს
აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასული 24 საათის განმავლობაში 32-ჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ანტიტერორისტული საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა პრორუს სეპარატისტებს იმ იარაღით შეუტიეს, რომელიც მინსკის შეთანხმების მიხედვით, შეხების ზონიდან გაყვანილი უნდა იყოს. ამასთან, უკრაინული მხარის მტკიცებით, საბრძოლო დაპირისპირების შედეგად 7 უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა. ცნობისთვის, მინსკის მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედებები პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვლის 12 საათიდან ცეცხლი შეწყდება.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)