08:34 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 11:31:43, 814 ნახვა

საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში, საქართველოს თასის მერვედფინალის მატჩები გაიმართა

25-27 ნოემბერს, „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში, სსფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, საქართველოს თასის 1/8 ფინალური თამაშები გაიმართა.

გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებულმა 16-მა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა. შეხვედრები ტრადიციულად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა და გამოვლინდა ¼ ფინალურ ეტაპზე გადასული 10 გამარჯვებული გუნდი.

საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა და 5 500-მდე  მოყვარულმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს თასის ფინალური ეტაპის გუნდებიდან დაკომპლექტდება საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA Regions’ Cup-ის გათამაშებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics