01:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-27 10:51:23, 964 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. 

"საქართველოს კონსტიტუციის მე- 80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ- მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი",-ნათქვამია  პრეზიდენტის განკარგულებაში. 

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გუშინ გამოუცხადა.

წარმოდგენილ მინისტრთა  კაბინეტს მხარი 110 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 19 პარლამენტის წევრმა მისცა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics