|
2016-11-26 16:13:04, 1354 ნახვა
კომენტარი
კახიშვილი: დაბალი რისკის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, საშუალება მიეცემათ, უმაღლესი განთლება მიიღონ
დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება მიეცემათ სასჯელის მოხდის პერიოდში, უმაღლესი განთლება დისტანციურად მიიღონ, - აღნიშნულის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ისაუბრა, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. მინისტრობის კანდიდატმა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის შეკითხვებს უპასუხა, რომელიც მსჯავრდებულთა მიერ უმაღლესი განათლების მიღებასა და პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარებას შეეხებოდა. კახა კახიშვილის განმარტებით, მსჯავრდებულთათვის განათლების უფლების მინიჭების საკითხზე სასჯელაღსრულების უწყება განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს. აღნიშნული გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა და მისი ინიცირება მალე პარლამენტშიც მოხდება. „დაბალი რისკის ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების დისტანციურად მიღების საშუალება მიეცემათ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და არასაპატიმრო სასჯელის სახის - შინაპატიმრობის შესახებაც ისაუბრა, რომლის ამოქმედება სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ასევე გათვალისწინებულია სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში. „მოგეხსენებათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, უკვე ამოქმედდა შინაპატიმრობა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის. ამავდროულად, მზად არის ინიციატივა და პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ აღვასრულოთ შინაპატიმრობის მოდელი სანქციის სახით სრულწლოვანი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებისთვისაც“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და განმარტა, რომ ეს მოდელი პატიმრების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ხელმძღვანელობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მზადდება ახალი ინიციატივა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასასამართლო პრობაციის შემოღებას ითვალისწინებს.
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)