23:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 13:06:03, 713 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვგეგმავთ, თამამი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობა აღდგეს

ვგეგმავთ, რომ უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ჩატეხილი ხიდი აღვადგინოთ, აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა შეეცდება ადამიანების ურთიერთობების გავლით, კონფლიქტების პოლიტიკურად დარეგულირებას.  

"ამ  მიმართულებით ჩვენ გვაქვს, გარკვეიული ნაბიჯები დაგეგმილი, რომლის ფორმატი არ ითვალისწინებს კონკრეტიკის განხილვას. მე მოხარული ვიქნები, რომ ჩვენ შევქმნათ როგორც საპარლამენტო, ასევე  შერეულ ფორმატებს, იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები იქნას განხილული. ერთი რამ ცხადია, სტატუს კვო, რუტინა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით არ იძლევა საშუალებას მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილებები მივიღოთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი ამ მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ადამიანებს შორის ურთიერთობა დავათბოთ. ასეთი ამბიციური გეგმის შესრულებას სჭრიდება საერთო, ეროვნული კონსენსუსი", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics