22:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 09:31:02, 883 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. 

მინისტრთა კაბინეტს და მთავრობის პროგრამას, დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს. 

სხდომა მიმდინარეობისას მინისტრობის კანდიდატები კითხვებს უპასუხებენ. ამის შემდეგ სიტყვა პარლამენტის წევრებს გადაეცემათ. 

კანონით, პარლამენტის ნდობის მისაღებად მინისტრთა კაბინეტმა დეპუტატების უმრავლესობის ხმა უნდა მიიღოს. 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა, 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი ვერ მოხვდნენ.  ხადურს  ფინანსთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანაცვლებს, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას კი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაიკავებს. ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს, რომელიც მცირე ხნით, სააკაშვილის  ხელისუფლების დროს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics