21:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 14:12:53, 739 ნახვა

პოლიტიკა
მღებრიშვილი ბოკერიას: კრიმინალი გაზრდილი არ არის, ზეპირად საუბარი, ბოდიშს გიხდით და ჭორაობას გავს

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კრიმინალის გაზრდაზე კითხვა ახალი არ არის და ჭორაობას გავს, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვას.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი არ არის.

"გაზრდილ კრიმინალზე კითხვის დასმა ახალი არ არის, იქნებ დაგვიკონკრეტოთ და ციფრები მოიყვანოთ, მე მზად ვარ ნებისმიერი ციფრები წარმოგიდგინოთ, იმის თაობაზე რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი არ არის. ზეპირად საუბარი... ბოდიშს გიხდით და ჭორაობას გავს... დავიღალეთ, კითხვა იყო თუ ბრალდებები, ვეღარ ვარკვევ მე, თავის მართლებას არ ვაპირებ, პირდაპირ გეუბნებით, საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის, ამის ციფრებს მე თქვენ წარმოგიდგენთ. თუ თქვენ მეტყვით რა ნაწილშია კრიმინალი გაზრდილი, რა სახის კრიმინალია გაზრდილი და ა.შ. რაც შეეხება სტატისტიკას კვარტალში ერთხელ საქსტატს მიეწოდება და თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეს სტატისტიკა, თუ გაინტერესებთ. ეს საჯაროა და არავინ ამას არ დაგიმალავთ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ამასთან, გიგა ბოკერიას კითხვას თუ რატომ არ იძებნება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული ინტერპოლის მიერ შს მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

"რაც შეეხება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას. დადგენილია პირები, მიცემული არიან პასუხისგებაში. ერთ-ერთი მათგანი არის დაკავებული, კიდევ ერთზე გამოცხადებულია ძებნა. მას არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა, შესაბამისად მიმდინარეობს პროცედურები და უახლოეს პერიოდში მასზე ინტერპოლსაც მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია", - განაცხადა მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics