|
2016-11-23 10:23:54, 1609 ნახვა
სამართალი
Bild - ნიურნბერგში პენსიონერის ყაჩაღურ მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პოლიციის მახეში გაება
გერმანული მედიასაშუალებები, საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ განხორციელებული, ერთობლივი, მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, 2013 წელს ნიურნბერგში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის თბილისში დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. გამოცემა „ბილდის“ სტატიაში ნათქვამია, რომ „ნიურნბერგში პენსიონერი ქალბატონის ყაჩაღური მკვლელობიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ დანაშაულში ეჭვმიტანილი მეორე პირიც დაკავებულია. როგორც პროკურატურა იტყობინება, იგი საქართველოს პოლიციის მახეში გაება და სწორედ იქ წარდგება მართლმსაჯულების წინაშე“. „ბავარიის რადიოს“ ცნობით: „30 წლის მამაკაცი 19 ნოემბერს საქართველოში დააკავეს. კრიმინალურმა პოლიციამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი საქართველოში იმყოფებოდა. პროკურატურამ დასახმარებლად ქართველ კოლეგებს მიმართა. 2016 წელს ამ პირის წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება დაიწყო. 30 წლის მამაკაცი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება“. გამოცემა „ნორდბაიერნი“ იუწყება, რომ „მორხუტის საქმის მეორე თანამზრახველი სამი წლის განმავლობაში ძებნაში იყო. შაბათს მისი დაკავება საქართველოს პოლიციამ შეძლო“. საქართველოს შს სამინისტროს მიერ ჩატარებული დაკავების ოპერაციის შესახებ ოფიციალურ ცნობას ავრცელებს ნიურნბერგ-ფიურტის პროკურატურა. მთავარი პროკურორის სახელით გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ძებნის ღონისძიებების წარმატებით დასრულება და სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის საფუძველზე, ქართული სამართალდამცავი უწყებების მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში დროულად მიღება, მხარეებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. შეგახსენებთ, გერმანიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი თბილისში, 19 ნოემბერს დააკავეს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)