|
2015-03-21 17:17:47, 493 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო გააჩერა
„ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა საქართველო და ციხეებში პოლიტიკური ოპონენტები ჩაყარა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა თავისუფლების მოედნაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილი ძალიან მალე, თავის მარიონეტებთან ერთად დატოვებს მთავრობას. „ბიძინა ივანიშვილმა ცინიკურად გვითხრა, რა დააშავა ამ მთავრობამ? რატომ უნდა წავიდეს?“. თქვენ არ გაგიჭირდებათ მათი დანაშაულების ჩამოთვლა. ყველაზე მთავარია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა საქართველო, ციხეებში ჩაყარა პოლიტიკური ოპონენტები, ლარი გააუფასურა, დააბრუნდა კორუფცია და არქივიდან ამოქექა სიტყვა სეკვესტრი. მათ პოლიციელებს შეურყიეს იმიჯი. ყველაზე მთავარია ის, რომ ეს ხელისუფლება ატყუებს ხალხს. ეს ხელისუფლება არ არის ღირსი, რომ თქვენი იმედი ჰქონდეს“, - განაცხადა ნადირაშვილმა. ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილი სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)