23:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 16:44:23, 726 ნახვა

საზოგადოება
მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრცეველი მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაია მელიქიძემ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა-მარტინსთან და საქართველოში სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელთან ფრანსუა პეჰშოსთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრეს.

როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების გეგმის რეალიზაცია და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის თითოეული კომპონენტის რეალიზაცია წინგადადგმული ნაბიჯია.

„მნიშვნელოვანია ამ გეგმის სწრაფად განხორციელება, რადგან ეკონომიკურ აქტივობას და ტურიზმის ზრდას უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს და საქართველოს ყველა კუთხეში", - განაცხადა მაია მელიქიძემ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საგადასახადო რეფორმას და ესტონურ მოდელზე გადასვლას.

მაია მელიქიძის განცხადებით, მნიშნელოვანია ასევე, ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics