22:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 14:54:08, 846 ნახვა

საზოგადოება
რამაზ სამხარაძე მზად არის, საზმაუს გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს

რადიო თბილისისა და რადიო ჰერეთის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე მზად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც სამხარაძემ "ექპრესნიუსს" განუცხადა, დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ის საზმაუს მიუკერძოებელს და სანდოს გახდის.

"თუ იქნება ობიექტური კონკურსი და ჩემთვის მისაღები ჟიური მე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შერჩევის კონკურსში მონაწილეობას მივიღებ. მზად ვარ ვიბრძოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. მაუწყებელი გავხადო გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სანდო", - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, რამაზ სამხარაზე 2015 წლიდან დღემდე რადიო თბილისის FM93.5 დამფუძნებელი და დირექტორია. გარდა ამისა, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე -სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დირექტორის პოსტს იკავებს. ამასთან, 2009 წლიდან, ის ააიპ "საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის" GRRN -ის მოქმედი თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, რომ  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარასკევს მან ბორდს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა, ხოლო საჯარო განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics