15:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 16:49:17, 1439 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია დეპუტატებს: თქვენ დადეთ ფიცი არა კონსტიტუციის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე

„კარგად იცით თქვენ, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი, ყველაზე კარგად იცით, თუ როგორ მოისყიდეთ, როგორ დააშინეთ  ადამიანები და ასე მოიპოვეთ ეს ხმები“, - ამის შესახებ „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, დღეს ის დემოკრატიას და სამართლიანობას ვერ იზეიმებს.  

„კიდევ ერთი რის გამოც მე ვერ აღვნიშნავ ზეიმს  ეს არის, ის რომ მე მაქვს  განცდა დაფუძნებული  ოთხი წლის სამწუხარო გამოცდილებაზე, რომ თქვენ დღეს დადეთ ფიცი  არა კონსტიტუციისა და ქვეყნის  წინაშე, არამედ  არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რომელსაც მუდმივად ოთხი წლის  განმავლობაში უმტკიცებდით  ერთგულებას. სამწუხაროდ  მე მგონია, რომ ასევე გააგრძელებთ  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics