|
2015-03-21 12:55:06, 1202 ნახვა
ეკონომიკა
„დანკინ დონატსი“ მომხმარებელს სამარხვო კრუასან დონატებს სთავაზობს
დღეიდან „დანქინ დონატსი“ ყველა რესტორანში მომხმარებელს სამარხვო კრუასან დონატებს სთავაზობს. დონატები ბავარიული კრემით, შოკოლადით, კარამელით, მარწყვითა და ვაშლის ჯემით სამარხვო მენიუს პირველი შეთავაზებაა, რადგან მომავალში „დანქინ დონატსი“ სრულყოფილი სამარხვო მენიუს შექმნას გეგმავს სენდვიჩების, ბეიგელების თუ სხვა დესერტების კატეგორებშიც. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით „დანქინ დონატსის“ ამერიკელ კულინარებთან ერთად საქართველოში სამარხვო მენიუს შექმნაზე და დღეიდან მომხმარებლებს უკვე შეუძლია დააგემოვნოს 5 სახეობის სამარხვო კრუასან დონატი. როდესაც „დანკინ დონატსი“ რომელიმე ქვეყანაში ოპერირებას იწყებს, ის სრულყოფილად სწავლობს ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნურ, რელიგიურ თუ ტრადიციულ მოთხოვნებს და ითვალისწინებს მათ ადგილობრივი მენიუს შექმნაში. შესაბამისად, ჩვენ სამარხვო კრუასან დონატების გარდა მომავალში სრულყოფილ სამარხვო მენიუს შევთავაზებთ მომხმარებელს სენდვიჩების, ბეიგელების თუ სხვა დესერტების სახით“, - აცხადებენ „დანკინ დონატსში“. ცნობისთვის, „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის. „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 38 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolata®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)