22:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 17:02:07, 972 ნახვა

საზოგადოება
ქართველმა მთამსვლელებმა ჰიმალაის, ტიანშანისა და კავკასიონის მწვერვალები დალაშქრეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მთამსვლელთა გართიანებული ფედერაციის ორგანიზებით ტიანშანის, ჰიმალაისა და კავკასიონის მწვერვალებზე ქართველმა მთამსვლელებმა მნიშვნელოვანი ასვლები განახორციელეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონზე მწვერვალი უშბა (უმაღლესი  კატეგორიის სირთულის მარშრუტი სამხრეთ უშბაზე), მწვერვალი ჩათინი (უმაღლესი სირთულის მარშრუტი ე.წ. რომბზე), ტიანშანში პირველი ქართული გზა კორონას სამხრეთ კედელზე, ხან-თენგრი 7 010 მ, მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 6 918 მ, ხოლო ჰიმალაიში მწვერვალი მანასლუ 8 163მ მ. ნეპალი) დალაშქრეს. აღსანიშნავია, რომ 14 რვაათასიან მწვერვალს შორის მანასლუ სიმაღლით მე-8 ადგილზეა, ხოლო მწვერვალ ჩათინზე ქართველებმა ეს მარშრუტი ბოლოს 20 წლის წინ გაიარეს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ორთვიანი ექსპედიცია ტიანშანი 2016, შუა აზიაში, რომლის ფარგლებშიც ალა-არჩას ხეობაში პირველი ქართული გზა დაემატა. ამის შემდეგ განხორციელდა ასვლა ხან-თენგრიზე, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე 7000 მ. სიმაღლის მთად ითვლება. მესამე ასვლა მწვერვალ ვაჟა-ფშაველაზე მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში 6 918მ-ზე განხორციელდა.

როგორც სამინისტრი აცხადებენ, შუა აზიიდან დაბრუნებულმა ჩაბმამ ჭაუხში ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველი გავლა განახორციელა.

1) მწვერვალი მანასლუ /8163მ./ ნეპალი, ჰიმალაები
 ა.ცინცაძე

2) მწვერვალი ჩათინი. უმაღლესი სირთულის /VI/ მარშრუტი ე.წ. რომბზე
ა.ბადრიაშვილი /ხელმძღვანელი/
ბ.გელაშვილი
გ.ტეფნაძე

3) მწვერვალი უშბა. უმაღლესი /VI/ კატეგორიის სირთულის მარშრუტი სამხრეთ უშბაზე
ი.ბერულავა
ბ.გუჯაბიძე /ხელმძღვანელი/
ი.გუჯაბიძე
ზ.კვესტაძე
ბ.ფაჯიშვილი

4) კორონა, ახალი გზა სამხრეთ კედელზე

არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე

5) ხან-თენგრი, 7010 მ.

არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე

6) მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 6918 მ. ქართული გზით

7) ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველ-გავლა

გიორგი ტეფნაძე, არჩილ ბადრიაშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics