12:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 10:31:20, 752 ნახვა

საზოგადოება
,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მოთხოვნით, დღეს აქციას გამართავს

"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" სხვა არასამთავრობოებთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს  აქციას გამართავს და "ნაციონალური მოძრაობის", როგორც  პოლიტიკური პარტიის,  გასამართლებას მოითხოვს.

აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

""ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს, საერთოდ უნდა აიკრძალოს. ესაა ჩვენი მოთხოვნა, რის გამოც ხვალ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" შევიკრიბებით და ჩენს პროტესტს გამოვხატავთ",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის,  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომის მოთხოვნით, დღეს, თავისუფლების მოედანზე, აქციის გამართვას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics