|
2016-11-16 17:01:46, 1670 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ორი ადამიანის გარდაცვალებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 8 აგვისტოს მომხდარი ავარიის დროს ორი ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალებაში ბრალდებულ მძღოლს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი რაზმაძე დამნაშავედ სცნო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით. „სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 21:45 საათზე, ქ. თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, გიორგი რაზმაძე მისი მართვის ქვეშ მყოფი „BMW" მარკის ავტომანქანით განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ახორციელებდა ავტორბოლას აღნიშნულისთვის შეუსაბამო ადგილას, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ და შეეჯახა ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე ნათია დვალს და თამარ მჭედლიძეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნათია დვალი და თამარ მჭედლიძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ. გიორგი რაზმაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 2016 წლის 15 სექტემბერს გიორგი რაზმაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და იგი დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რაზმაძე დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა“,-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)