|
2015-03-20 20:51:36, 1209 ნახვა
საზოგადოება
NESCGE ინგლისურ ენაში ნაციონალური მართლწერის რიგით მე-3 კონკურსს აცხადებს
NESC-GE- ინგლისურ ენაში ნაციონალური მართლწერის რიგით მე-3 კონკურსის ეროვნულ ეტაპს აცხადებს. ეროვნული ეტაპი ჩატარდება 2015 წლის 28-29 მარტს 10:30 საათზე თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: დიღმის უნივერსიტეტის კამპუსი, #240, დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი. NESC-GE არის საგანმანათლებლო კონკურსი, რომელშიც მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან გამომწვევი ინგლისური სიტყვების მართლწერაში. ეს კონკურსი უნიკალურ შანსს აძლევს ქართველ ახალგაზრდებსა და მასწავლებლებს გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები, ამაყად წარმოაჩინონ საკუთარი სკოლა და თემი და გახდნენ ნაციონალური მასშტაბის მქონე კონკურსის მონაწილე. პირველი კონკურსის შემდეგ, 2013 წელს, NESC-GE დაფუძნდა არასამეწარმეო ორგანიზაციის ფორმით.კონკურსმა დიდ წარმატებას მიაღწია ქართველი და ამერიკელი მოხალისეების ეფექტური თანამშრომლობის შედეგად. "კონკურსი არ შედგებოდა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების გულუხვიმხარდაჭერის გარეშე, მათ შორის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტები,ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, BP, ვორლდ ვიჟენი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ქართულ-ამერიკული სკოლა, ვი თი ჯგუფი და სხვა მრავალი.NESC-GE-მ ბევრ ამაღელვებელ წარმატებას მიაღწია. კონკურსი მართლაც ნაციონალურია - იგი ფარავსქალაქებსა და სოფლებს საქართველოს მასშტაბით. დაფუძნებიდან კონკურსმა გავლენა იქონია 10,000-ზე მეტ ადამიანზე. 2014-2015 წლის კონკურსში მონაწილეთა რაოდენობამ 2,500-ს გადააჭარბა, ხოლო სკოლების რაოდენობამ -220-ს.მ ჯამში, ეროვნულ რაუნდზე საქართველოს 11 რეგიონის წარმომადგენელი 44 მონაწილე შეეჯიბრება ერთმანეთს.ჩვენ მოვუწოდებთ მონაწილეების მეგობრებს, ოჯახებსა და თემის წევრებს მოვიდნენ და უგულშემატკივრონ მონაწილეებს კონკურსის ნაციონალურ რაუნდზე",-აცხადებენ NESC-GE-ში. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდით დავით დოფიძეს შემდეგ ელ. ფოსტაზე: datodopidze@yahoo.com ან დაურეკეთ: +995 598 328484 დამატებითი საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: nesc.ge@gmail.com ვებგვერდი: http://nescge.wordpress.comFacebook: http://www.facebook.com/NESC.Georgia"
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)