|
2016-11-15 18:00:39, 1796 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მერია: 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში დადგენილ ვადაში გადაიგზავნება
2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში დადგენილ ვადაში გადაიგზავნება. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მომავალი წლის პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2017 წელს 62 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებული ოდენობის თანხაა. ამასთან, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის 2017 წელს გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით დედაქალაქის მერია 9 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. (85,5 მლნ). რაც შეეხება გამწვანებას, ამ მიმართულებითაც 2017 წლის ბიუჯეტი იზრდება 3 მლნ ლარზე მეტით. განათლებასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში კი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 15 მლნ ლარზე მეტია ზრდა - დასრულდება 10 დაწყებული ბაღის მშენებლობა და დაიწყება 8 ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ 16,1 მლნ ლარით, მათ შორის, მკვეთრად შემცირდება საპრემიო ფონდი - 9,3 მლნ ლარით.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)