|
2016-11-15 16:20:52, 1766 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ და ფონდი „ჯუნოს“ ორგანიზებით „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“ გაიმართება
„საქართველოს ბანკისა“ და ფონდი „ჯუნოს“ ორგანიზებით, რიგით მესამე „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“-ი გაიმართება. ფორუმი ერთდღიანი ღონისძიებაა და მისი მიზანი ბლოგერების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა თუ უბრალოდ დაინტერესებული პირების ერთად შეკრებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინტერნეტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, იზრდება ადამიანთა დაინტერესება ციფრული ტექნოლოგიების მიმართ. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“ კი სწორედ ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისაუბრონ თავიანთ იდეებზე, განხორციელებულ პროექტებზე და გაუზიარონ სხვა ადამიანებს საკუთარი გამოცდილება. ამასთან, გაიცნონ ერთმანეთი, დასახონ მიზნები სამომავლოდ, საქართველოში კიდევ უფრო მეტი საინტერესო, პროექტების განახორციელებისთვის. ფორუმზე სხვადასხვა სფეროდან, განსხვავებული ინტერესის და პროფესიის მქონე ადამიანები, თავიანთ პროექტებზე, ბლოგებსა თუ იდეებზე ისაუბრებენ, შემდეგ კი დამსწრეთა კითხვებს უპასუხებენ. ფორუმი დინამიურ ინტერაქტიული იქნება და დინამიურ რეჟიმში წარიმართება, რადგან მისი მიზანი სწორედ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება და გაცვლაა. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“ -ზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოში ინტერნეტ აქტივობით და ციფრული ტექნოლოგიებით. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“-ი 26 ნოემბერს, სასტუმრო „ფაბრიკაში“ გაიმართება. დამატებითი ინფორმაცია ფორუმის, რეგისტრაციის და ბილეთების შეძენის შესახებ იხილეთ: http://fb.com/InternetForumTbilisi
(R)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)