|
2015-03-20 18:23:34, 406 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის შეფასებით, ნარმანია ევროპული სტილის მენეჯერია, თუმცა დღევანდელ რეალობას ჯერ ვერ ერგება
„სახელმწიფო არ არსებობს, სადაც სახელმწიფო მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ევროპული სტილის მენეჯერია, თუმცა დღევანდელ ქართულ ხასიათს ჯერ ვერ ერგება. „კორუფციას ყველგან ნახავთ, სახელმწიფო არ არსებობს, სადაც სახელმწიფო მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია. მე არ ვიცი ასეთი სახელმწიფო. რაც შეეხება ნარმანიას, ის არის მეთოდური, ევროპული ტიპის მენეჯერი. საქართველოს, ქართულ ხასიათს, დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას ჯერ შეიძლება ბოლომდე იდეალურად ვერ ერგება. მე მოვუწოდე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, მოუწევს რეალობის გათვალისწინება და თავისი მენეჯერული თვისებების ცოტა მეტი ფორსირება მოუწევს“, – აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ნარმანია მერად იმიტომ იქნა არჩეული, რომ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მერიის მუშაობის სტილი შეეცვალა. „ საერთო ჯამში ნარმანია არჩეული იყო იმისთვის, რომ ის ახალი ტიპის მართვის სიმბოლო ყოფილიყო. ის რაც სააკაშვილმა დააფუძნა, რომ 2–3 წელში, 1 წელიწადში შენობებს აშენებდნენ და გზებს აგებდნენ, რომლებიც რამდენიმე დღეში ფუჭდებოდა. ეს იყო ჩემთვის ეტალონი იმისა, რომ ეს სტილი უნდა დაფუძნდეს. მომავალში ნარმანიას სტილი იქნება იდეალური“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)