17:03 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 10:09:04, 745 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირთან შეთანხმებისა და აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე კონსულტაციებში ჩართვის მიზნით, დიალოგი გაიმართება

დღეს,14 ნოემბერს, 13:00 სთ-ზე, სოფელ წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და მის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების თაობაზე კონსულტაციებში ჩართვის მიზნით, დიალოგი გაიმართება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე - საჯარო და კერძო სექტორს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა გახსნიან.

ღონისძიების მოდერატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იქნება, რომელიც DCFTA-ს ჭრილში სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციასაც გააკეთებს.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.


 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics