14:50 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-12 11:58:08, 1901 ნახვა

Lifestyle
ირმა ინაშვილი: კლინტონის დაფინანსებულ დაცინვას ამერიკამ უარი უთხრა და უკანალში პანღურიც ამოარტყა

“დონალდ ტრამპს, რომელიც უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, მთელი ამერიკული მედია დასცინოდა. კლინტონის ბიუჯეტის 90%-ი ტრამპის დაცინვის კამპანიაზე დაიხარჯა“, - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დონალდ ტრამპს, რომელიც უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, მთელი ამერიკული მედია დასცინოდა, აბუჩად იგდებდა, აშაყირებდა. კლინტონის ბიუჯეტის 90%-ი ტრამპის დაცინვის კამპანიაზე დაიხარჯა. დასცინოდნენ ტრამპის ვარცხნილობას, გამონათქვამებს, მანერებსა და ოჯახს. დახვეწილი პოლიტიკოსი - ჰილარი წავიდა იმ გზით, რაზეც გაცვეთილმა ბიზნესმენმა - ტრამპმა უარი თქვა. და შედეგი? ამერიკამ აირჩია ტრამპი, ანუ დაცინვის ობიექტი. საერთოდ, დაცინვა (და არა იუმორი, ან სარკაზმი) მოდურ სტილად ქართულ ტელე თუ სოციალურ სივრცეშიც იქცა. იცინიან ყველასა და ყველაფერზე. არ ერიდებიან საკუთარი გაუნათლებლობისა თუ უვიცობის ტირაჟირებას. არ ერიდებიან ჟურნალისტური თუ, უბრალოდ, მორალური სტანდარტების დარღვევას. იცინიან ისტორიაზე, რომელიც არ წაუკითხავთ. რელიგიაზე, რომლის არსშიც ვერ გარკვეულან. ადამიანებზე, რომელთა ფრაზებსაც ნაწილ- ნაწილ ჭრიან სხვადასხვა თემატური გადაცემებიდან. ვითომ აცინებენ და სინამდვილეში წამლავენ ახალ თაობას. ასე მიზანმიმართულად, მწყობრად ცდილობენ გამოგვაცხადონ არანორმალურებად, გიჟებად და საკუთარ თავზე შეყვარებულ იდიოტებად. ეს ქართულ რეალობაში ამერიკული... უფრო სწორად, კლინტონის მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული დაცინვის სტილის კოპირებაა, რასაც 2 დღის წინ ამერიკელმა ხალხმა უარი უთხრა და უკანალში პანღურიც ამოარტყა”, - წერს ინაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics