|
2015-03-20 16:32:58, 401 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობის ფორუმის მორიგი შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს „USAID“-ისა და „USAID“-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის − „GGI)“-ის − წარმომადგენლებმა. ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2015 წლის 3-4 ივნისს საქართველოში დაგეგმილი „OGP“-ის რეგიონული ღონისძიების შესახებ. საქართველო, როგორც „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრი ქვეყანა, უმასპინძლებს „OGP“-ის 30-ზე მეტი წევრი ქვეყნის სამუშაო ჯგუფებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კონფერენციაზე განიხილება ღია მმართველობის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და იმპლემენტაციის ხელშეწყობა და სხვ. კონფერენცია 2015 წელს „OGP“-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის პროცესებში მონაწილეობის სამომავლო გეგმების შესახებ. სამდივნომ შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგების ანალიზის წარდგენას, რომელიც გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა. ფორუმის წევრებმა მოისმინეს სსიპ „იუსტიციის სახლისა“ და მთავრობის ადმინისტრაციის ანგარიშები ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. სამდივნომ ფორუმს წარუდგინა სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შემდგომი ეტაპის ვადები და „OGP“-ის სამდივნოს მიერ სპეციალურად საქართველოსთვის განსაზღვრული 2015-2016 წლების კალენდარი. სამდივნომ, ასევე, ისაუბრა ღია მმართველობის ჯილდოს შესახებ, რომლის თემად 2015 წლისთვის განისაზღვრა სახელმწიფო სერვისების განვითარება. ფორუმის წევრებს მიმართეს „USAID“-ისა და „USAID“-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) წარმომადგენლებმა. GGI ხუთწლიანი პროექტია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის ამაღლებაში კონკრეტული მმართველობისა და მომსახურების მიმწოდებელ სისტემებში. დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის წარმომადგენლების თქმით, ისინი მზად არიან საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად აქტიური მუშაობისათვის ღია მმართველობის პროცესების მხარდასაჭერად.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)