12:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 10:39:18, 822 ნახვა

პოლიტიკა
"ოცნება“: დარწმუნებული ვართ, ტრამპის ხელმძღვანელობით, თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“  დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად გამარჯვებას  ულოცავს.

პარტია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო - აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება მშვიდობის, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.

„პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სახელით ვულოცავთ ბატონ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას. ასევე ვულოცავთ აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვებას აშშ-ს კონგრესის არჩევნებში. ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს აკავშირებს 25 წლიანი სტაბილური სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ხელისუფლების მმართველობის პირობებში სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით.

 დარწმუნებული  ვართ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო - აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება მშვიდობის, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას კონგრესის ახალ შემადგენლობასთან და ახალ ადმინისტრაციასთან ერთად გავაძლიეროთ და გავაღმავოთ უკვე არსებული წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის“,-აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics