|
2016-11-08 17:11:44, 2161 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: სააკაშვილს შეუძლია დაიწყოს ოპოზიციონერის კარიერა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. გამოცემა "კორესპონდენტის“ ინფორმაციით, პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მთავრობა ხვალ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ყოფილ გუბერნატორს სურს პოლიტიკური კამპანია ოპოზიციურ ველზე აწარმოოს - დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს მისი უფლებაა. „ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ მან ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური კამპანიის დაწყება გადაწყვიტა, ვიმედოვნებ, რომ ხვალ მთავრობა მის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა პოროშენკომ. ამასთან, პოროშენკომ განაცხადა, რომ რეფორმების გასატარებლად, უკრაინაში მიწვეული ზოგიერთი ქართველი მოღვაწე დღემდე წარმატებით მუშაობს მთავრობაში, მათ შორის უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგულავა. მისივე განმარტებით, „ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, მას შემდეგ, რაც ქართულ არჩევნებში დამარცხდა". ცნობისთვის, უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორობის პოსტიდან გადაყენება უკრაინის მთავრობას ჯერ კიდევ ზაფხულში უნდოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდნეტმა და ოდესის ოლქის ჯერ მოქმედმა გუბერნატორმა პოსტის დატოვების შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, რამდენიმე საათით ადრე პოსტის ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ დატოვა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს ხვალ განიხილავს. მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)