22:37 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 11:52:43, 1426 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი: ზვარეში მომხდარ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობას თვალყურს ვადევნებთ

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი  სოფელ ზვარეში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ინციდენტის  შესახებ  რაიმე დეტალური ინფორმაცია არ გააჩნიათ, თუმცა, ომბუდსმენის აპარატი მაქსიმალურად ცდილობს, პროცესში ჩართული ყველა მხარისგან  მიიღოს ინფორმაცია:

 „გამოძიება მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანიც არის დაკავებული და გამოძიების მიმდინარეობას თვალყურს ვადევნებთ“,-აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა 2 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, გუშინ, ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics