|
2016-11-02 00:03:01, 798 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: პარლამენტში მოხვდა 3 პარტია, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სატელევიზიო სივრცე
პარლამენტში მოხვდა 3 პარტია, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სატელევიზიო სივრცე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მედია იყო პოლარიზებული. უსუფაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ პოლარიზებული მედია თავის მხრივ ნიშნავს, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი. "პარლამენტში მოხვდა 3 პარტია, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სატელევიზიო სივრცე. ქართულ ოცნებასჰყავდა ტელეკომპანია იმედი და კიდევ რამდენიმე მაუწყებელი, ასევე გარკვეულწილად საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც ეგზიტპოლები სხვა არხებთან ერთად გამოაცხადა, ნაციონალური მოძრაობისსატელიტი იყო რუსთავი2, პატრიოტთა ალიანსს ჰქონდა ტელეკომპანია ობიექტივი. ეს ნიშნავს, რომ მედია იყო პოლარიზებული," - აცხადებს უსუფაშვილი. მისივე განცხაებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 2016 წლის არჩევნები იყო რამდენჯერმე უკეთესი, თუმცა უარესი, 2013 და 2014 წლის არჩევნებთან შედარებით. "ეს იყო რეალური ტესტი, ამ გამოცდაზე კი სახელმწიფოს წაუცდა ხელი გარკვეულ რესურსზე, რომელმაც არჩევნებს დაღი დაუსვა. სამართალდამცავების უცნაური ქმედება მოხდა, - უცებ, სექტემბერ-ოქტომბერში მათ გაუნათდათ გონება, რომ ნაციონალური მოძრაობა ამზადებდა არეულობას და ეს თანხვედრაში იყო პოლიტიკასთან. ამას დაკვირვება სჭირდება მხოლოდ, რომ მიმხვდარიყავი, იყო გარკვეული შეთანხმება მთავრობის მოქმედების კუთხით," - განაცხადა უსუფაშვილმა.
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)