06:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 21:59:58, 686 ნახვა

პოლიტიკა
“უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს ისევე, როგორც ,,რესპუბლიკური პარტია” არ გამხდარა უსუფაშვილის პარტია”

დავით უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს, ისევე, როგორც ,,რესპუბლიკური პარტია” არ გამხდარა უსუფაშვილის პარტია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ,,რესპუბლიკური პარტის” ყოფილმა წევრმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მომავალ პარლამენტში ის ხედავს, რომ პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო დაცლილი იქნება ანალიზისგან, დებატისგან, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან.

,,დავით უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს, ისვე, როგორც ,,რესპუბლიკური პარტია” არ გამხდარა უსუფაშვილის პარტია. პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება არა გვარის და სახელების პარტიები, არამედ პარტიები, რომლებშიც მოღვაწეობენ სხვადასხვა ადამიანები. მგონია, რომ დამიგროვდა გარკვეული გამოცდილება ამ საქმეში. ვიცი სახელმწიფოს მშენებლობის ის ნიუანსები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრს უმნიშვნელო მიაჩნია. ვხედავ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში შექმნილია საკმაოდ რთული ვითარება, პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით. მომავალ პარლამენტში ვხედავ, რომ პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო დაცლილი იქნება ანალიზისგან, დებატისგან, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტს გარეთ პოლიტიკური პროცესის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. 2-3 თვის განმავლობაში იძულებული ვიქნები მედიას ნაკლებად შევხვდე, რადგან ამ დროის განმავლობაში მე მექნება ინტენსიური ფიქრი, ანალიზი, განსჯა, არა ინდივიდუალურად, არამედ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც აქვს განცდა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პოლიტიკური პრობლემების მოგვარება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics