01:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 16:43:32, 618 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: მცხეთაში გამგებლის მოადგილე არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციის ეგიდით დაკვირვებას ცდილობდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ისნის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ორ უბანზე  2 დამკვირვებლის მხრიდან ყალბი აკრედიტაციის მოწმობის გამოყენების მცდელობა კიდევ ერთხელ აღიკვეთა.

ცესკოს- სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ამავე მაჟორიტარულ ოლქში მსგავსი ფაქტები დილით 49-ე და 66- ე უბნებზე გამოვლინდა.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, მცხეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრი და გამგებლის მოადგილე ცდილობდნენ დაკვირვებოდნენ არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის ეგიდით. „აღნიშნული პიროვნებების მონაცემები გადამოწმდა. ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციამ მათ გაუუქმა აკრედიტაცია და დამკვირვებლის სტატუსი“,-განმარტა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics