00:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 13:27:36, 742 ნახვა

პოლიტიკა
12:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი კვლავ მცხეთაში ფიქსირდება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 315009  ამომრჩეველია.

რაც შეეხება ოლქების მიხედვით აქტივობას,  საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი კვლავ 37- ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო- საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 22.7 % შეადგინა. ასევე ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 60-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთი/ ჩოხატაურის საოლქო-საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე -19.9 % და #51-ე  მაჟორიტარული ოლქის ბაღდათი/ხარაგაულის საოლქო- საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიზე-18.5%.

12:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე ნაკლები აქტივობა დაფიქსირდა - ისნის საოლქო-საარჩევნო  კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე (7.9%)  და გორის საოლქო-საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიებზე (7.2%).

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics