|
2015-03-19 13:42:23, 402 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: თავდაცვის სამინისტროში კადრების შემცირება არ იგეგმება
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის უწყებაში კადრების შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამხედრო პოლიციის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც ახალი სისტემის და სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. “თავდაცვის სამინისტროში კადრების შემცირებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული. მე ამაზე კომენტარი ბევრჯერ გავაკეთე და კიდევ მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხედრო პოლიციის რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაცია გულისხმობს ახალი სისტემის და სტრუქტურის შექმნას. შესაბამისად, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მანმადე მუშაობდა სამხედრო პოლიციაში, ყველა მათგანს ექნება შანსი, ახალი სისტემის და სტრუქტურის შიგნით გააგრძელოს მუშაობა. ანუ როგორც ასეთი შემცირება არ იგეგმება”, - აღნიშნა ჯანელიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)