22:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 18:33:18, 798 ნახვა

პოლიტიკა
IRI: საუბნო საარჩევნო კომისიის 95%-ს ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების საფუძვლიანი ცოდნა

საუბნო საარჩევნო კომისიის 95%-ს ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების საფუძვლიანი ცოდნა და მათი 95% პროცედურებს სწორად უძღვებოდა, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IR) მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ორგანიზაციის დამკირვებლებმა დააფიქსირეს შესწორებული შემაჯამებელი ოქმების დიდი რაოდენობა; ამიტომ, ჩასწორებების გამო, ზოგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეუძლებელი ხდებოდა მათი გარჩევა.

„ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის 95%-ს ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების საფუძვლიანი ცოდნა და მათი 95% პროცედურებს სწორად უძღვებოდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის დამკირვებლებმა დააფიქსირეს შესწორებული შემაჯამებელი ოქმების დიდი რაოდენობა; ჩასწორებების გამო, ზოგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეუძლებელი ხდებოდა მათი გარჩევა. ყოველივე ამან გაზარდა უნდობლობა მთლიანი პროცესის მიმართ“,-ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ხარვეზები თვლის პროცესში, ცესკო-ს მიერ შედეგების გაუმჭვირვალედ და შენელებულად მოწოდების ფაქტები. მათი ანგარიშის თანახმად, დამკვირვებელთა 12,5%-ის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ შეამოწმა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა მის გახსნამდე.

„ბევრ შემთხვევაში ორგანიზაციის მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ხარვეზები თვლის პროცესში, ცესკო-ს მიერ შედეგების გაუმჭვირვალედ და შენელებულად მოწოდების ფაქტები; ასევე, ეგზიტპოლები, რომლებიც მიკერძოებულობითა და ხშირ შემთხვევაში, არაპროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. ორგანიზაციის მოკლევადიან დამკვირვებელთა 25%-მა შენიშნა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგნელების ან დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებში ან თვლის პროცესში ჩარევის მცდელობა; 12,5%-ის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ შეამოწმა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა მის გახსნამდე; 25%-მა აღნიშნა, რომ კომისიის მდივანმა გამოუყენებელ ბიულეტენებს არ მოაჭრა ყუა და/ან არ მოათავსა ცალკე კონვერტში; დამკვირვებელთა 43,75%-ის ინფორმაციით აღინიშნებოდა გარკვეული კითხვები და უკმაყოფილება ხმის დათვლის პროცესში“,-ნათვამია IRI-ის ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics