|
2015-03-19 11:32:18, 1528 ნახვა
ეკონომიკა
"ტექნო ბუმში" ძველ ტელევიზორში 200 ლარს მიიღებთ
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეულმა კომპანია „ტექნო ბუმმა“ მომხმარებელთა ინტერესის და მოთხოვნის გათვალისწინებით დღეიდან ახალი აქცია დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, „შეცვალე ძველი ტელევიზორი ახლით“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა მაღაზიაში ერთდროულად ამოქმედდა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ძველ, გამოუსადეგარ და გადასაგდებად გამზადებულ ტელევიზორში 200 ლარი მიიღონ, მის ნაცვლად კი სახლში ამერიკული და ინგლისური ბრენდების ტელევიზორები წაიღონ. კომპანიის ცნობით, მაგალითად, 82 სმ დიაგონალის ტელევიზორი 576 ლარი ღირს, მომხმარებელი ძველი გამოუსადეგარი ტელევიზორის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს, ხოლო ახალ ტელევიზორს მხოლოდ 376 ლარად შეიძენს. მენეჯმენტის ინფორმაციით, აქცია „შეცვალე ძველი ახლით“ მომხმარებელთა თხოვნით განმეორებით იმართება. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, როდესაც აღნიშნული აქცია მიმდინარეობდა, ტელევიზორი ყველა მომხმარებლმა ვერ მიიღო, რადგან მათი რაოდენობა შეზღუდული იყო. კომპანიის ცნობით, ამჯერად აქციაში მხოლოდ 500 ტელევიზორია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა უნდა იჩქაროს და „ტექნო ბუმის“ ამ უპრეცედენტო შეთავაზებით ისარგებლოს. ამასთან, „ტექნო ბუმი“ მეხუთე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს. 2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ყველაზე მეტი შენაძენი ექნება ტექნო ბუმში, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. აქცია „შეცვალე ძველი ტელევიზორი ახლით“ „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეიდან დაიწყო და მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)