|
2016-10-26 16:02:12, 1276 ნახვა
ეკონომიკა
მერსი ტემბონი: მომავალ წელს ისევ მოვალთ და ვიტყვით, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწია
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საქართველო მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ბიზნესის წარმოების რეიტინგში საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით გააუმჯობესეს,“ - ამის შესახებ მსოფლიოს ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგი მსოფლიო ბანკის “Doing Business 2017”-ის კვლევას მიეძღვნა. აღნიშნული კვლევით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. რეიტინგის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის - მაკედონიის (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით. გასული წლის განმავლობაში, საქართველომ ხუთი რეფორმა განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ელექტროენერგიის მიღება, ქონების რეგისტრაცია, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვა, საერთაშორისო ვაჭრობა და გადასახადების გადახდა. „საქართველო ევროპის ყველა ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა, რითაც ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა მერსი ტემბონმა. მან დაასახელა ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. კერძოდ, ქონების რეგისტრაცია, როდესაც გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით; აგრეთვე მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა - საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით. ასევე ვაჭრობა საზღვრებს შორის- ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. გადასახადების გადახდა-ამ სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა. (NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)